1749757476
ქართველმა მე-19 საუკუნის, 600 000 ევროს ღირებულების წიგნები მოიპარა - ცნობილია დაკავებულის და დამკვეთის ვინაობა

მიხეილ ზამთარაძეს რომელმაც, ევროპული ბიბლიოთეკა გაძარცვა და მე-19 საუკუნის, 600 000 ევროს ღირებულების რუსული წიგნები მოიპარა ლიტვის სასამართლომ 3 წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქართველი ამბობს, რომ წიგნების მოპარვა მოსკოვის ერთ-ერთი აუქციონის სახლის რუსმა თანამშრომელმა შეუკვეთა.
მისივე თქმით, დამკვეთმა მას ყალბი წიგნებიც მიაწოდა ვილნიუსში მოპარული ნაწარმოებების შესაცვლელად.
ქართველის თქმით, მან წიგნები ბელარუსის გავლით ფარულად გაიტანა და კრიპტოვალუტის სახით 30 000 ევრო მიიღო.
სკანდალურ საქმეზე კიდევ ორი ქართველია დაკავებული.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
1749760631

ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში
1749758816