4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე ეპიზოდებიდან ეს ერთადერთია, სადაც ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებმა საბოლოო სიტყვები უნდა წარმოთქვან, რის შემდეგაც, მოსამართლე თამარ მახარობლიძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.