ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ქალაქ ონში, სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია იგეგმება. ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმნტაციის ავტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა. პრეზენტაციას მერის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სავანეთის რწმუნებულის მოადგილე - ალუდა თუთისანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე პროექტის ავტორმა მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციაზე დეტალურად ისაუბრა, რაც მოიცავს კორპუსების ფასადების, სახურავებისა და სადარბაზოების რეაბილიტაციას. ხელმძღვანელი პირების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები და მცირედი შენიშვნები რაც გათვალისწინებული იქნება საბოლოო ვარიანტში. საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება 23 400 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის ღირებულება 3,5 მილიონს.