ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ქართველი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ახალი სიმღერის პრემიერა 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლშია“ დაგეგმილი.
სიმღერის სახელწოდებაა „ბედნიერების მჯერა“.
„ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი და ასეც დაერქვა სიმღერას“, – თიკა ფაცაცია.
პროექტზე მომღერალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. სიმღერის ავტორი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის. არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.
View this post on Instagram