ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლის პირადი ცხოვრება ივლისში თავდაყირა დადგება
1751815800
საქართველოს შინაგან საქმთა სამინისტრო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე "ზარალას" დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.
სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.