ბორჯომის მუნიციპალიტეტში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კულტურის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე, სასპორტო სკოლის დირექტორი ელიზბარ სტეფნაძე და სპორტის სპეციალისტი თათა ლამბრიანიძე , 2025 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ და გამარჯვება პირადად მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბლიაძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.  ევროპის ჩემპიონატზე ორივე მკლავში საპრიზო ადგილი დაიკავა ლექსო კაპანაძემ, ხოლო სანდრო თედიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა. 18 წლამდე ძიუდოისტებს შორის გიორგი  შაყულაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა.