პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1751311749
ქალაქ ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე დაესწრნენ.
„ახალციხელობა 2025“ახალციხის ციხეზე გაგრძელდება, სადაც დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეებისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დაჯილდოვდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტები, ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი მხატვრული კოლექტივების კონცერტით გაგრძელდება, დღის ბოლოს კი მაყურებლის წინაშე „კახაბერი და ხანუმები“ წარსდგებიან. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.