ცხელი საკვებისა და სასმლის სისტემატურმა მიღებამ, შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს - ონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

ონკოლოგი

კლინიკური ონკოლოგი, ელენე მარიამიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომ არ არის სასურველი ძალიან ცხელი ყავისა და ჩაის მირთმევა:

„ჩაის შემთხვევაში, ორი მარტივი წესია - რომ ჩამოვასხამთ, 10 წუთის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ. კვირაში ერთხელ ეს ისეთი მავნე არ იქნება. თუმცა, რუტინად ქცეული არ უნდა იყოს. მაგალითად, ირანში კულტურული წესია, რომ ყველა სტუმარს ცხელი სითხეებით უმასპინძლდებიან.

ეს წლების განმავლობაში გრძელდება, რაც, სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ერთ-ერთი რისკია. მარტივად რომ ვთქვათ, ჭიქას რომ ხელს ვერ მოვკიდებთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცხელია და ტემპერატურა უსაფრთხო არ არის. ჩამოსხმიდან 10 წუთი უნდა დაველოდოთ.

ასევე, ჭიქა ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჭურჭელს, რომელშიც ცხელ სითხეს ვასხამთ, რომ ის ამ მიზნისთვის იყოს გათვლილი".