ლოცვა, რომელიც მორწმუნე მრევლმა ილიაობის დღეს უნდა წაიკითხოს
1754117927
ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს,თუ რამდენ ხანს უნდა იხარშოს კვერცხი, ქათამი და ფილე, რომ სარგებლობა არ დაკარგოს:
„თუ გვინდა, რომ კვერცხი რბილი, ნაზი ტექსტურის იყოს, 3-4 წუთი უნდა მოვხარშოთ. თუ გვინდა, რომ ცილა მკვრივი იყოს და გული ფუმფულა, ამას, დაახლოებით, 6 წუთი სჭირდება, ხოლო სრულად მოხარშვისთვის 8-10 წუთია საჭირო. თუ კვერცხს 12-14 წუთი და კიდევ მეტი დროის განმავლობაში მოვხარშავთ, ის გემოვნურ თვისებებს დაკარგავს.
მოხარშული ფილეს შემთხვევაში, რომელიც ბევრი ადამიანისათვის სასჯელია, კარგ წესს გაგიზიარებთ: ფილეს მარილს, სუნელებს მოვაყრით. შემდეგ ალუმინის ფოლგაში კარგად გადავახვევთ, ძეხვის ფორმას მივცემთ. 5 წუთი წყალში ვხარშავთ. შემდეგ გაზქურას გამოვრთავთ, მაგრამ 40 წუთის განმავლობაში მდუღარე წყლიდან არ ამოვიღებთ. უგემრიელესია... ვისაც ქათმის ფილე არ უყვარს, ასე მომზადება ერთხელ მაინც უნდა სცადოს. ფილეში ნაკლები ცხიმია, ამიტომ ნაკლებ კალორიულია.
თუ მთლიან ქათამს ვხარშავთ, მაქსიმუმ 1 საათი უნდა მოვხარშოთ. ფილე შეგვიძლია, 20 წუთი ვხარშოთ. წყლის გამოცვლა საჭირო არ არის".