1753907905
პაატა იმნაძე მოსახლეობას მიმართავს - ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები, აფთიაქები, დიდი მოლები

ტემპერატურის მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს.
მისი რჩევით, უნდა გვეცვას ღია ფერის ფართო, ადვილად განიავებადი ნაჭრით შეკერილი ტანსაცმელი.
„აუცილებლად უნდა გვეხუროს ქუდი. ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები – აფთიაქები, დიდი მოლები, მაღაზიები, სადაც კონდიცირებული ჰაერია.
სახლში რომ შევინარჩუნოთ ტემპერატურა, თუ მზე ადგება მითუმეტეს დავხუროთ დარაბები. ღამის საათებში პირიქით, გავაღოთ რომ განიავდეს კარგად.
ასევე ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია ხომ არ მივიღოთ დამატებით რაიმე პრეპარატები ან დოზები როგორ შევცალოთ“, – განუცხადა „ქრონიკას“ პაატა იმნაძემ.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს გასცდა. სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებში, 41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც.