გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დასკვნით სიტყვას 4 აგვისტოს იტყვის.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის თხოვნის შემდეგ მიიღო.
დღევანდელი სასამართლო პროცესი დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.
მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.