„თელასი“ აბონენტებს აფრთხილებს
1754074405
რა სიმპტომებით შეიძლება, გავიგოთ, რომ სითბური დაკვრა განვითარდა, ვინ არიან რისკჯგუფებში და რა შეიძლება, პრობლემის თავიდან ასარიდებლად გავაკეთოთ - თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში"დილა მშვიდობისა საქართველო"საუბრობს:
სითბური დაკვრის დროს ორგანიზმის გადახურება ხდება, მასში ტემპერატურა იმატებს. ეს შეიძლება ჰაერის მაღალი ტემპერატურით იყოს გამოწვეული ან მზის სხივების უშუალო ზემოქმედების შედეგად. ის, თუ რამდენი გრადუსის პირობებში შეიძლება, ადამიანს სითბური დაკვრა დაემართოს, ძალიან ინდივიდუალურია. თუ ქრონიკული დაავადების მატარებელია, მისთვის სულ მცირე პერიოდიც კი საკმარისია იმისათვის, რომ სითბური დაკვრა მიიღოს. ერთ-ერთი რისკფაქტორი ჭარბი წონა, სიმსუქნეა. შესაძლოა, ამ პრობლემის მქონე ადამიანს, სითბური დაკვრა ძალიან სწრაფად, მაგალითად, დაახლოებით, 1 საათში დაემართოს. ჭარბწონიანი ადამიანების მეტაბოლიზმი შენელებულია. ამავდროულად, სითბოს გაცემაც შემცირებულია.
სითბური დაკვრის დროს რისკჯგუფებში შედიან:
-ბავშვები
-ხანდაზმულები
-ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, ინსულტი.
რა უნდა გავაკეთოთ პირველადი დახმარებისათვის?
- დაუყოვნებლივ გადავადგილდეთ გრილ ადგილას
- ყველა არასაჭირო ტანსაცმელი, მაგალითად, მოსაცმელი, წინდები გავიხადოთ
- ცივი წყლის, სპორტული სასმელის მიღება
- კანის გაგრილება - ცივი წლის სპრეი, ცივი საფენები
-ტანსაცმელში გახვეული ყინულის კუბების მოთავსება იღლიის ქვეშ ან კისერზე. ყინულის პირდაპირ ყინულის კანზე მოთავსება არ შეიძლება. ამით შესაძლოა, დამწვრობა გამოვიწვიოთ.
დახმარების შემდეგ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში ადამიანი კარგად უნდა გახდეს.