ვინ არის ალექსანდრე თოფურიას უმშვენიერესი შეყვარებული
1781644205
ყოველდღიური სეირნობა, თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში, შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის შემცირებასა და კოგნიტიური ფუნქციების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს. ამის შესახებ ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოცემა The Guardian წერს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 3000 ან მეტი ნაბიჯის გავლა ტვინის კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითების პროცესს ანელებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფებიან.
კვლევა 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 3000-დან 5000 ნაბიჯამდე დადიოდნენ, კოგნიტიური დაქვეითება საშუალოდ სამი წლით დაუგვიანდათ. ხოლო მათ, ვინც დღეში 5000-დან 7000 ნაბიჯამდე გადიოდა, აღნიშნული პროცესი საშუალოდ შვიდი წლით შეფერხდა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ალცჰაიმერის დაავადების რისკის ქვეშ მყოფ ხანდაზმულებს, გაზარდონ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა“,- განაცხადა კვლევის ავტორმა, დოქტორმა ვაი-ინგ იაუმ.
ალცჰაიმერის დაავადება მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აწუხებს. დაავადება დაკავშირებულია ტვინში ორი ტოქსიკური ცილის: ბეტა-ამილოიდისა და ტაუს დაგროვებასთან, რაც მეხსიერებისა და აზროვნების ფუნქციების თანდათანობით დაქვეითებას იწვევს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 50-დან 90 წლამდე ასაკის 296 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. ანალიზი მოიცავდა კოგნიტიური ფუნქციების ყოველწლიურ შეფასებას, პედომეტრებით გაზომილ ყოველდღიურ აქტივობასა და ტვინში მავნე ცილების დონის განსაზღვრას.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკი ჰქონდათ, რეგულარული სეირნობა ხელს უშლიდა ტვინში მავნე ცილების დაგროვებას, რაც დაავადების პროგრესირების შენელებასთან არის დაკავშირებული.
სპეციალისტების შეფასებით, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა.