1747257015
„არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც…“ - მარწყვს თუ მიირთმევთ, ეს უნდა იცოდეთ

მარწყვი, მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია.
საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე.
როგორც ცნობილია, მარწყვი სრულიად უვნებელია დიაბეტიანებისთვის, რადგან სისხლში შაქრის დონეზე გავლენას არ ახდენს.
გარდა ამისა, შარდმდენი ეფექტიც აქვს, ამიტომ შესანიშნავია თირკმლის პრობლემების დროს.
აღნიშნული კერნკრის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ, პირველ რიგში ადამიანებმა, რომლებიც ალერგიულები არიან.
მარწყვი შეიცავს ანტოციანს – ნივთიერებას, რომელიც ზოგიერთ ადამიანში იწვევს ძლიერ ალერგიას. ამას გარდა, დიდი რაოდენობით მარწყვის მიღება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სახსრების ტკივილი და პოდაგრა აწუხებთ. მარწყვი მხოლოდ გააძლიერებს სახსრებში ტკივილის შეგრძნებას.