1692302192
ოკუპირებული რეგიონებიდან 1422 პაციენტს ვუმკურნალეთ, იყო 51 ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის პროექტი, 16 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნეს ინიციატივა - პრემიერი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივები სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„რაც შეეხება სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, ეს იყო 51 ჰუმანიტარული ნდობის აღდგენის პროექტი; 16 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნეს ინიციატივა; ჩვენ ვუმკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.