„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე, ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა, რომელსაც 95 ქვეყნის სპეცსამსახურების პირველი პირები ესწრებოდნენ.
მამუკა მდინარაძეს, დახურულ ფორმატში, ათამდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
ბაქოს უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი არის შესაძლებლობა, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო საკითხებზე პასუხისმგებელმა ხელმძღვანელმა პირებმა გამართონ საქმიანი შეხვედრები, გააღრმაონ თანამშრომლობა და გაცვალონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
სუს-ის ხელმძღვანელი, ბაქოში, უსაფრთხოების ფორუმზე 19-21 სექტემბერს იმყოფებოდა. მამუკა მდინარაძის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულებულია.