ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. სტოკჰოლმში, როსენდალის სამეფო ბაღში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვედეთის ისტორიულ ურთიერთობებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყნის მიღწევებზე. საღამო საქართველოსა და შვედეთის ჰიმნების ცოცხალი შესრულებით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ცეკვები და შვედი მუსკოსების შესრულებით ქართული სიმღერები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლები, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.