რა დაავადებებით ვლინდება საგვარეულო კარმა - სპეციალისტების განმარტება
1748027520
ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. უნივერსიტეტს ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
საჩივრის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არღვევს.
„მთავრობის უახლესი ქმედება არის აშკარა შურისძიება ჰარვარდის მიერ იმ უფლებების გამოყენების გამო, რომლითაც სასწავლებელმა უარყო მთავრობის მოთხოვნები ჰარვარდის მმართველობის, სასწავლო გეგმის და მისი ფაკულტეტისა და სტუდენტების „იდეოლოგიის“ კონტროლისთვის“, – ნათქვამია ჰარვარდის მიერ წარდგენილ საჩივრის ასლში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.