რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
სიმართლესთან ბრძოლა მარტივი არ არის, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები უვიზო მიმოსვლის მიღების დროს ხმას ოფიციალურად არ აძლევდნენ ქართველი ხალხისთვის ამ სიკეთის მიცემას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა, როცა ქართველ ხალხს ეს სიკეთე აქვთ, „ნაცმოძრაობა“ცდილობს, წაართვას.
„სამწუხაროდ, მათ ამაში მათი უცხოელი პატრონები ეხმარებიან. ახლა შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ევროპაშიც არის დარჩენილი ის ხალხი, ვინც ევროპულ ღირებულებებს პატივს სცემს. ევროპული ღირებულებაა, რომ სიმართლე თქვან. ეს გადაწყვეტილება ამიტომაც ვერ მიიღეს და იმედია, ევროპული ღირებულება როგორც იქნება, ევროკავშირს დაუბრუნდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.