ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც საფრთხეს უპირისპირდება თავდაჯერებით, სიმამაცით და უმაღლესი პროფესიონალიზმით - აღნიშნული სიტყვებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს მიმართა.
"პოლიციელის ფორმა - ეს არ არის მხოლოდ სამოსი. ეს ნიშნავს - ატარო ღირსება. ეს არის ფიცი - არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებას და მზაობას, ერთგულად ემსახურო ქვეყანას. საამაყოა, რომ თქვენ ამ რთულ გზას ღირსეულად გადიხართ და ყოველთვის ხართ იქ, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებით", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.