ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დინამო თბილისის 16 წლის მცველი საბა ხარებაშვილი შეაქო.
მოგეხსენებათ, კარგი მატჩების შემდეგ, ახალგაზრდა ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად იქნა გამოძახებული.
„მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ის მხოლოდ 16 წლისაა და უკვე ისე თამაშობს, თითქოს 24-25 წლის ფეხბურთელი იყოს. თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს.რა თქმა უნდა, ბევრ რამეში გაზრდა სჭირდება, მაგრამ ამისთვის დრო აქვს. მისი გამოძახება მნიშვენლოვანი იყო, რადგან უშუალოდ ვნახავ მის შესაძლებლობებს და პირადად გავიცნობ.", - განაცხადა სანიოლმა.