19:44
„თქვენ ხართ საფრანგეთის სიამაყე" - მაკრონი პსჟ-ს

ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ, "პარის სენ-ჟერმენს საფრანგეთის დედაქალაქში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.
გამარჯვებულ გუნდს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შეხვდა.
"თქვენ ხართ საფრანგეთის სიამაყე" - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ფეხბურთელებს.
მან მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს იმ ემოციებისთვის, რომლებიც მათ არა მხოლოდ საფრანგეთს, არამედ ყველა ქვეყანას მიანიჭეს, რომლის ფეხბურთელიც "პარის სენ-ჟერმენში" თამაშობს.