1747335841
საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონს ვინც დაარღვევს, პასუხს აგებს, ეს ყველამ უნდა გაიაზროს - დავით მათიკაშვილი

ოქრუაშვილის მსგავსად, ვინც კანონით გათვალისწინებულ წესს არ შეასრულებს, სათანადო პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს და ეს მოცემულობა ყველამ უნდა გაიაზროს.
„ეს არის სახელმწიფოს ჩამოქცევის მცდელობა. ცხადია, რომ, ოქრუაშვილის მსგავსად, ვინც კანონით გათვალისწინებულ წესს არ შეასრულებს, სათანადო პასუხს მიიღებს. ახალგაზრდები დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოისმენენ, რა სადიზმის ქვეშ იყო საქართველო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადა 8 მაისს ამოეწურა.