არ მჯერა, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში გარღვევას მივაღწევთ, ვიდრე ტრამპი არ დაჯდება პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვერ ხედავს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში გარღვევის შანსებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანტალიაში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

რუბიომ დაადასტურა, რომ აშშ-ისა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში.

„მაგრამ მინდა, გულწრფელი ვიყო: არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები გვაქვს იმის თაობაზე, რაც ხვალ მოხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, აბსოლუტურად ნათელია, რომ გარღვევის მიღწევის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის“, – აღნიშნა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ პუტინი მზად არის ტრამპთან დიალოგისთვის. ასევე, რუბიომ პირდაპირ მიუთითა რუსული დელეგაციის დონეზე, რომელიც, მისი თქმით, არ მეტყველებს გარღვევაზე.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ გარღვევას მივაღწევთ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არ დაჯდება პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან და არ გაარკვევს, რა არის მისი განზრახვები მომავლისთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.