„თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია...“ - ეზოტერიკოსი
1747338413
ქუთაისში, ცნობილი ქართველი ქირურგი, მეცნიერებათა დოქტორი ომარ ღიბრაძე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ღიბრაძე 1993 წლიდან ასწავლიდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 1996 წელს გახდა პროფესორი, ხოლო 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ქირურგიის კათედრას.
2014 წელს მიენიჭა ემერიტუსის წოდება.
იგი ასევე იყო საქართველოს გადაუდებელი ქირურგიის ასოციაციის გამგეობის წევრი.
პროფესორ ღიბრაძეს გამოქვეყნებული აქვს 68 სამეცნიერო შრომა, მათ შორის, ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა ონკოტროპული ვირუსებისა და ანტიტუმორული ავტოვაქცინების თემებზე.
მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში.