საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძე არიან მიწვეულები

მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ისაუბრებენ.