როცა ვსაუბრობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების მიმართულებით, ეს როლი ჩინეთისა და ჩინური ტვირთების გარეშე წარმოუდგენელია - სოზარ სუბარი

sozar subari

როცა ვსაუბრობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების მიმართულებით, ეს როლი ჩინეთისა და ჩინური ტვირთების გარეშე წარმოუდგენელია, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა პეკინში განაცხადა.

სოზარ სუბარი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთთან თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიც აქტიურად ცდილობენ და საქართველომ საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების მიმართულებით, შუა დერეფანში, რასაკვირველია, ეს როლი ჩინეთისა და ჩინური ტვირთების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ წამყვანი ქვეყნების ლიდერები სწორედ აქ, პეკინში ჩამოდიან, მართავენ შეხვედრებს და ცდილობენ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაონ," - აცხადებს სოზარ სუბარი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია, ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, პეკინში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია.