რომელ უნივერსიტეტებში შეუძლიათ ოქროს მედალოსნებს დაფინანსების მოპოვება - დეტალები
1781642607
რადიკალურ ოპოზიციაში ორი ადამიანი არ დარჩა, რომელთაც ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფა არ მიაყენეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ რადიკალური ოპოზიციის ამორალურ სახეზე მეტყველებს, რომ ერთმანეთის დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე არ შეუძლიათ.
„ამ აგრესიის გადატანა მთლიანად ქვეყანაზე უნდოდათ, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთი დარჩათ და ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, ამის საპირისპირო არაფერი გვაქვს. მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინებათ, მით უკეთესია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.