ხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი
1758364534
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის წარმომადგენლების საგარეო ვოიაჟებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია ურთიერთობს არა ხალხთან, არამედ დამკვეთებთან დავალებების მისაღებად ჩადის.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ანგარიშს ვაბარებთ, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის - ზოგი ევროპაშია, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ჩრდილოეთში ჩადის და იქიდან დაკვეთებს იღებენ. აი ეს არის განსხვავება - ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ვინ თავის პატრონებს სხვადასხვა ქვეყნიდან“, - განაცხადა ზარქუამ.