ერთი უნცია ოქროს ფასი $4000-მდე გაიზრდება - Deutsche Bank

ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა

გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Deutsche Bank-მა ოქროს ფასთან დაკავშირებით პროგნოზი გაზარდა. ბანკის ვარაუდით, 2026 წლისთვის ერთი უნციის ღირებულება 4,000 დოლარს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს პროგნოზი 3,700 დოლარზე იყო დაფიქსირებული. როგორც ფინანსურ ინსტიტუტში აღნიშნავენ, მსგავსი მოლოდინის მიზეზი ცენტრალური ბანკის მხრიდან ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა, დოლარის პოტენციური შესუსტება და ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შესაძლო შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ერთი უნცია ოქროს ფასი უკვე 40%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს, 3,702 დოლარს მიაღწია. თუმცა ბანკი ასახელებს რამდენიმე მიზეზსაც, რამაც პოტენციურად ფასის ზრდის შენელება შეიძლება განაპირობოს. მათ შორის ერთ-ერთი საფონდო ბირჟების პოზიციების გაძლიერებაა. ასევე ამერიკის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და მეოთხე კვარტალში ოქროს ფასების სეზონური შერბილება.

წყარო: