ნინო ბურჭულაძე დმანისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

დმანისი

დმანისში, სახალხო დღესასწაული ,,დმანისობა -2025" აღინიშნა. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. დმანისში გამართული სახალხო დღესასწაულის, „დმანისობის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა საპატიო მოქალაქედ აირჩია ჟურნალისტი, მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისათვის“ ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი აქტივისტი ნინო ბურჭულაძე.

დაჯილდოვებისას დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა ისაუბრა ნინო ბურჭულაძის მიერ აქტიური საქმიანობის შესახებ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ,,ნინო ბურჭულაძის, როგორც აქტივისტის, ჟურნალისტის და ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის" ხელმძღვანელის ღვაწლი უმნიშვნელოვანესია დმანისის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული ძეგლების პოპულარიზაციაში. გამოყოვყოფდი -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანის წარმატებით დასრულებაში, რომელიც სწორედ ნინო ბურჭულაძის ინიციატივით და ორგანიზებით განხორციელდა. " - განაცხადა დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა.

თავის მხრივ, ნინო ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერს და თითოეულ დმანისელს. ,,ჩემთვის ძალზე საპატიო, სასიამოვნო და მოულოდნელი იყო აღნიშნული ჯილდო. მართალია, ჩემი დედულეთი დმანისშია, ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილიც წლებია, რაც ქვემო-ქართლს უკავშირდება, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ დმანისელს, დმანისის მკვდრებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მერს და ჩემი უდიდესი პატივისცემა დმანისის ეპარქიას. წარმატებები ჩვენ და ყველა ქართველს. ევროპა იწყება დმანისიდან". - აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.