ტრაგედია ოთარ კიტეიშვილის ოჯახში
1758706315
ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობებს, ყველა შესაძლო საშუალებით მიაღწიოს მშვიდობას, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა შევცვალოთ, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დონალდ ტრამპის განცხადებას, ევროპული ქვეყნების მიერ რუსული ენერგიის შესყიდვის შესახებ
„ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობებს, ყველა შესაძლო საშუალებით მიაღწიოს მშვიდობას, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის რეალობა“, – წერს სიიარტო.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მისი მეგობარია და თუ გაესაუბრება, უნგრეთმა, შესაძლოა, რუსული ენერგიის შეძენა შეწყვიტოს.