პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისია

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე მიწვეულნი არიან ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე.

კომისია საკუთრებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე, ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს განიხილავს.

მმართველი გუნდის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის შესახებ, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხორციელდებოდა. მათი თქმით, ამგვარი ფაქტების განხილვა ნათლად აჩვენებს, რა ღირებულება ჰქონდა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს იმ პერიოდში და როგორ ექცეოდა სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს.

კომისია 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას სწავლობს.