1747917155
ბელგიის პროკურატურა, ჩინეთიდან ქრთამის აღების გამო, რამდენიმე ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს - მათ შორისა არიან “ევროპის სახალხო პარტიის“ და “სოციალ-დემოკრატების“ წევრები

ბელგიის პროკურატურა, ჩინეთიდან ქრთამის აღების გამო, რამდენიმე ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს .
"ევრონიუსის" ინფორმაციით, საქმე ეხება ტექნოლოგიურ კომპანია "ჰუავეის" გამოძიებას, რომელიც სავარაუდო კორუფციასა და გავლენით ვაჭრობას შეეხება.
საუბარია ხუთ პარლამენტარზე, რომელთაგან სამი ევროპის სახალხო პარტიის წევრია, ერთი სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფს წარმოადგენს, ერთი კი "ევროპული განახლების" ჯგუფს.
გამოძიება ორი თვის წინ, ევროპარლამენტის ოფისებში ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ დაიწყო. პროკურატურამ ბრალი წაუყენა რვა პირს, რომლებსაც ფულის გათეთრებაში, ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ