დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი და მუქარა ქართველი ხალხის მიმართ ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ქართველმა ხალხმა არჩიოს კომფორტულად ევროპაში სიარული იმას, რომ თავისი ქვეყანა იყოს სუვერენული, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„ეს წერილი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისთვის მიცემული დაშინების წერილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითქოს მათთვის იმ აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა, ვისაც ისინი ასე ძალიან გულშემატკივრობენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. ბრიუსელი თბილისს წერილობით მიაწვდის კონკრეტული პირობების შესახებ ინფორმაციას. პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო სახელდება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ სწორედ ამ პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია.