VIDEO: „შეთავაზებები იყო, ჩანაცვლების პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა, რომელიც საუკეთესო ინტერვენციაა, ვისაც ძველი სახლი აქვს, ან ქირით გაგვეყვანა... ძალიან ბევრჯერ გვითხრეს უარი“ - ირმა ზავრადაშვილი

ზავრადაშილი

„შეთავაზებები იყო, რომ ჩანაცვლების პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა. ქირით გაგვეყვანა, ჩანაცვლების პროგრამა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საუკეთესო ინტერვენციაა იმისთვის, ვისაც ძველი სახლი აქვს. ყველა ხარჯს იღებს თვითმმართველობა თავის თავზე და შენ გაბარებს გარემონტებულ იმავე ფართს ერთ-ერთში, რა ფართიც გქონდა. სამწუხაროდ, ეტყობა ადამიანებს უჭირთ იმ ტრაგედიის სამომავლოდ გათვალისწინება, რა ფაქტის წინაშე შეიძლება დადგეს და ძალიან ბევრჯერ გვითხრეს უარი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.