სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლობისტურ კომპანია "ნელსონ მალინსში," რომელსაც კონგრესმენი ჯო უილსონი წარმოადგენს, მილიონიანი ტრანში კიდევ ერთხელ განახორციელა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არ უკვირთ არც ჯო უილსონის მხრიდან კრიტიკული განცხადებები და არც საქართველოში არსებული რადიკალური ოპოზიციის ამგვარი ქმედება. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ დიდი ხანია, "ნაციონალური მოძრაობა" კონგრესმენი ჯო უილსონის მხარდაჭერას ყიდულობს. მიზანი კი სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა.
"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ლობისტური ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიასთან და ეს, FARA-ს საშუალებით, არაერთხელ გამხდარა ცნობილი. ბატონი უილსონის მხრიდან, ერთი დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთებულა საქართველოსთან დაკავშირებით და ეს განცხადებები ყოველთვის არის რადიკალიზმის მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო. ამის უკან დგას ფინანსები და ლობისტური გავლენები," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, FARA-ს დოკუმენტებით ირკვევა, რომ სააკაშვილის პარტიამ ლობისტურ კომპანია "ნელსონ მალინსთან" 11 ივლისს გააფორმა კონტრაქტი და მას 360 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადა. დოკუმენტს ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს, რომელშიც წერია, რომ, გადახდილი თანხის სანაცვლოდ, კომპანია "ნაციონალურ მოძრაობას" ამერიკაში და ამერიკის მთავრობასთან ურთიერთობებში ლობისტურ მომსახურებას გაუწევს. "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში არ მონაწილეობს, თუმცა, ხელშეკრულების მიხედვით, ნელსონ მალინსი ვალდებულებას იღებს, პარტიას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მცდელობებში დაეხმაროს.