გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან Archäologie in Deutschland-ისა და  Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მედია ტურის მიზანია საქართველოს კულტურული ტურისტული პოტენციალისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გერმანიაში.

ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და ვანის არქეოლოგიურ მუზუემს. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს კულტურული ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.