სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ღაზაში ისრაელის გახანგრძლივებულ სამხედრო კამპანიას „კონტრპროდუქტიული“ უწოდა და დაადასტურა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.
მისი თქმით, ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზარალის მიყენებით, სრულიად ანადგურებს ქვეყნის იმიჯსა და სანდოობას.
„ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზარალის მიყენებით, სრულიად ანადგურებს ქვეყნის იმიჯსა და სანდოობას არა მხოლოდ რეგიონში. პალესტინური სახელმწიფოს აღიარება ნიშნავს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური პერსპექტივის აღიარებას და იმის აღიარებას, რასაც ისინი დღეს განიცდიან, ეს „ჰამასთან“ არანაირ კავშირში არაა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ისრაელის მედიასთან საუბარში.
როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთს სურს „ორი სახელმწიფოს შექმნა იმ სამშვიდობო გეგმით, რომელსაც მომდევნო კვირაში ნიუ-იორკში წარვადგენთ“.
ამასთან, მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობა და აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ორი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას.