„ცხედარი დაანაწევრეს და საჭმელად ღორებს მიუგდეს..." - საქმე, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია
1749644663
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოზიციას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, "ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, უკვე დიდი ხანია, პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და მათმა აურზაურმა უკვე შეაღწია სასამართლო დარბაზებში.
"მომსწრე ვართ იმისა, რომ ქართული ოპოზიცია საკუთარ მომხრეებთან ერთად თავის გზაზე ანადგურებს ყველაფერს. ის ებრძვის პიროვნებას, ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და მათმა აურზაურმა უკვე შეაღწია სასამართლო დარბაზებში. იქცევიან აბსოლუტურად შეუსაბამოდ, ისე როგორც მათ სურთ და ამით სურთ, რომ სიძულვილის ენა, მათი ეს უსახური საქციელი გამოიყენონ მტრობის სტიმულირებისათვის, და ვფიქრობ, საჭიროა მისი აღკვეთა. ისინი არიან მაოხრებელი გზირები, ამიტომ მათ ქვეყანა არ უნდა ავაოხრებინოთ. სასამართლოში, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას, მთელს ქვეყანაში არის წესრიგი დასამყარებელი და საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ეს შესაძლებელი გახდეს," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.