1749757476
ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია, ინფლაციური მოლოდინები კი მიზნობრივის ფარგლებშია

2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაცია კი, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 პროცენტი იყო, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მისივე თქმით, დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა.
„ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია, ინფლაციური მოლოდინები კი მიზნობრივის ფარგლებშია. გარდა ამისა, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურების კვალდაკვალ, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში 1.5 პროცენტული პუნქტით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა. თუმცა წლის მეორე ნახევრიდან, გლობალურად გაზრდილი რისკების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა აირჩია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
1749760631

ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში
1749758816