1749757476
„ცხედარი დაანაწევრეს და საჭმელად ღორებს მიუგდეს..." - საქმე, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია

მარია ჩინდამოს ისტორიამ მსოფლიო შეძრა. ქალი მოკლედ, მისი ცხედარი დაანაწევრეს და საჭმელად ღორებს მიუგდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მარია ჩინდამო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების ხელახლა დაწყებას ცდილობდა. უცხოური მედიის ცნობით, ქმარმა მარიას საკმაოდ ძვირად ღირებული მიწის ნაკვეთი დაუტოვა, რამაც იტალიური მაფიის ყურადღება მიიპყრო.
მაფიოზები მარიას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ, მისი ცხედარი ტრაქტორის საშუალებით დაანაწევრეს, შემდეგ კი საჭმელად ღორებს მიუგდეს.
„მარია ჩინდამოს მეუღლის გარდაცვალებიდან 1 წელი იყო გასული. მისმა ქმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარიას მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ქალმა თავს უფლება მისცა ახალ პარტნიორთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოექვეყნებინა. ის იმიტომ მოკლეს, რომ დამოუკიდებლობა სურდა",- განაცხადა საქმის მთავარმა პროკურორმა.
პოლიციამ საქმეზე 81 ადამიანი დააკავა და მაფიოზური კლანის საქმიანობა გამოააშკარავა.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
1749760631

ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში
1749758816