„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
უკრაინის პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები რუსეთს მოუწოდებენ, შეაჩეროს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის ტერიტორიაზე და დაუბრუნდეს მოლაპარაკების პროცესს. განცხადება ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე მან მშვიდობის წინსვლისთვის "რამდენიმე კარგი იდეაც" განიხილა.
უკრაინის ომზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც.
მარკო რუბიოს განცხადებით, ტრამპმა დიდი დრო და ენერგია დახარჯა მოლაპარაკებების უშედეგო მცდელობაზე, მაგრამ მისი მოთმინება "უსასრულო არ არის".
რუბიომ მოსკოვი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი მზად არის, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება.
რუსეთის ელჩის მოადგილემ გაეროში სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები უარყო და დასავლეთის ქვეყნები "მშვიდობასთან საერთოს არ მქონე" განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.