კარგი სიახლე პენსიონერებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1758610016
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სირიის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას შეხვდა, რათა აშშ-ისა და სირიის პრიორიტეტები განეხილა. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სირიას გაუჩნდა შესაძლებლობა ააშენოს სტაბილური და სუვერენული სახელმწიფო პრეზიდენტ ტრამპის მიერ გასულ წელს გაკეთებული ისტორიული განცხადების შემდეგ სირიელი ხალხისთვის სანქციების შემსუბუქების შესახებ“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, რუბიომ და ალ-შარაამ ტერორიზმთან ბრძოლის, უგზო-უკვლოდ დაკარგული ამერიკელებისა და ისრაელ-სირიის კონფლიქტის საკითხები განიხილეს.