მიხეილ ცაგარელი წლის ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1766087557
სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას მარკო ჯურიჩს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, ასევე ორმხრივი დიალოგის გაღრმავების შესაძლებლობები.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებს. ასევე, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ორ ქვეყანაში და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
„მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აღინიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით შემდგომი მუშაობის აუცილებლობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.