„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით,მხარს დაუჭერდა საბჭოთა კავშირის აღდგენას.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, იყო დიდებული .
"ეჭვგარეშეა, რომ მხარს დავუჭერდი. მადლობა ღმერთს, მე მიცხოვრია სსრკ-ის პერიოდში. მინახავს ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებები, ეროვნებას დიდად არ ვასხვავდებით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი.
1930-იან წლებში მნიშვნელოვანი გადამეტებები იყო, თუმცა, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, იყო დიდებული და თამაშობდა არსებით როლს არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, -ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტი რუსულ სამთავრობო მედიასთან, ТАСС-თან ინტერვიუში.