მაჭავარიანი ელჩებზე: მნიშვნელოვანია რაღაც ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები რადიკალური არ იქნება, რადგან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნული ქმედებების ფონზე, მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, თუმცა ისინი რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, რადგან მმართველი გუნდი პრაგმატულ პოლიტიკას იყენებს.

„რიგი ელჩები ღიად და თავხედურად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, ახალისებენ ძალადობას, ხელს უწყობენ პოლარიზაციის გაღვივებას საზოგადოებაში, ფოტოსესიებს ატარებენ იმ აქტივისტებთან, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალიზმით, ფაშისტური მიდგომებით და ა.შ.

მნიშვნელოვანია რაღაც ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები, ჩვენი მხრიდან, რადიკალური არ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით. ვინაიდან ელჩი დღეს არის, ხვალ არ იქნება, კონკრეტული ევრობიუროკრატი დღეს არის, ხვალ არ იქნება, მაგრამ ხალხებს შორის ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და ეს ჩვენი მხრიდან პრაგმატული ნაბიჯია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.