ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში საპარლამენტო კომისიაზე გამოიცხადებლობის გამო, სასჯელის დაკისრების პრაქტიკას აქვეყნებს.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” მიიჩნევს, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა დასჯადი არ უნდა იყოს, მეტიც, ისინი დემოკრატიის ჩამოქცევად მიიჩნევენ კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებულ სასჯელს. თუმცა, მისი თქმით, მთელ რიგ ქვეყნებში ამგვარი ქმედება საკმაოდ სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს.
„ნაცებს რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა, დასჯადი არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, ეს არის თურმე დემოკრატიის ჩამოქცევა და დიქტატურის დასაწყისი, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში სწორედ საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ახლა როგორ გადავწყვიტოთ, რომელ ქვეყანაშია დემოკრატია და რომელ ქვეყანაში დიქტატურა.” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.