სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ

ნუცა ბუზალაძე

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე ფეისბუკგვერდზე გულშემატკივრებს მორიგ ვიდეოსა და ახალ ინფორმაციას უზიარებს. კერძოდ, როგორც ნუცა ბუზალაძე აღნიშნავს, მისი ახალი სინგლი „All My Life“ უკვე Amazon-ის ბესტსელერების სიაშიც შევიდა.

„All My Life“ თავისი მელოდიურობით გამოირჩევა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუზალაძის მუსიკალურ სტილს და სცენურ მომხიბვლელობას.

აღსანიშნავია, რომ კარიერული წინსვლის ფონზე, ნუცა ბუზალაძე, პირად ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის წინაშე დგას. რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ 28 წლის მომღერალი თავის აგენტზე დაინიშნა. ნუცას თქმით, მან თანხმობით უპასუხა ხელის თხოვნის წინადადებაზე:

„მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა... ჩემს მომავალ ქმარს".