ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
მიუღებელია კასკადი იმ პოლიტიკური ბრალდებების, რომლის დიდი რაოდენობის წყარო თავად ბრიუსელი, ან ზოგიერთი სხვა დედაქალაქია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ის ხისტი ლექსიკა, რის საფუძველზეც არის შედგენილი ეს ანგარიში, არ ემსახურება ორმხრივ და გრძელვადიან დღის წესრიგს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრს ქვეყნებთან გვქონდეს კონსტრუქციული დამოკიდებულება. იმედია თავად ევროკავშირიც გაიაზრებს, რომ ამ პროცესისთვის ხელოვნური, უსამართლო ბარიერების შექმნა არ ემსახურება არც მის ინტერესებს და ეს იქნებოდა მისი მხრიდან გეოპოლიტიკური შეცდომა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს - საქართველომ ვერა. ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და პაკეტები, ასევე წერია, რომ ლგბტქ პირები სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს აწყდებიან, განსაკუთრებით კი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შედეგად.
ამასთან, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა.